სიახლეები

საუკუნის პროექტი - ახალი ბანა

15 ივლისს სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა დაიწყო, სადაც სხვა მრავალ სტუმართან ერთად კომპანია კუბიკონიც გახლდათ მიწვეული. მოხარულები ვართ ვინაიდან შესაძლებლობა გვაქვს ამ მართლაც საუკუნის პროექტში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლოკომპლექსის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი შეასრულა კომპანია კუბიკონმა.