საპროექტო კუბიკონის ლოგო
burgerMenu

ᲐᲛᲑᲘᲪᲘᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲪᲔᲤᲪᲘᲘᲓᲐᲜ ᲤᲘᲖᲘᲙᲣᲠ ᲠᲔᲐᲚᲝᲑᲐᲛᲓᲔ!

ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ

კუბიკონი უკვე წლებია ამაყად დგას სამოქალაქო ინჟინერიაში პროექტირების წინა ხაზზე, სადაც ზურგს უმაგრებს გამოცდილი ინჟინერ-კონსტრუქტორების და ანალიტიკური მოდელირების სპეციალისტების გუნდი. ჩვენი პროფესიონალიზმი არ არის მხოლოდ ჩვენს კვალიფიკაციაში და ცოდნაში, არამედ გამყარებულია ჩვენი პრაქტიკული გამოცდილებით, რომელიც მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე რთულ და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობას მრავალ წლიან გამოცდილებას.

ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ

ჩვენი სიძლიერის საფუძველი ჩვენს გამოცდილებაშია. გუნდის წევრების უმეტესობას აქვთ ერთად მუშაობის 10 წელიწადზე მეტის გამოცდილება. სამშენებლო ინდუსტრიაში და პროექტირებაში მოღვაწეობის მრავალ წლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, რომ თამამად შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის კომპლექსური და ამბიციური პროექტები.

ᲒᲣᲜᲓᲘ

ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის კოლექტიური ძალის და იმის, რომ "ძალა ერთობაშია". ეს თანამშრომლობის სულისკვეთება, რაც ვლინდება მეგობრული და პროფესიული ურთიერთობის სინთეზში და ვრცელდება ჩვენი ორგანიზაციის ყველა დონეზე, თავის მხრივ უზრუნველყოფს ყველა პროექტის შეუფერხებელ და წარმატებულ განხორციელებას. გამოცდილი ექსპერტებისა და ძლიერი და ახალგაზრდა გუნდის წევრების ჩვენი დინამიური ნაზავი აყალიბებს პროფესიონალურ გუნდს. გამოცდილების, გამოწვევების და მუდმივი სიახლეების ნაზავი გვაძლევს უპირატესობას და სწრაფი წინსვლის საშუალებას ჩვენს სფეროში.

ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲔᲚᲗᲐᲜ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ

დამკვეთების და პარტნიორების სურვილები და მომსახურების სფეროში არსებული თანამედროვე ბიზნეს სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია წარმატებისთვის. გამომდინარე აქედან ჩვენ დავამკვიდრეთ პროექტებზე მუშაობის გამართული და დროში გადანაწილებული მართვის სისტემა. ეს მიდგომა, რომლითაც ხელმძღვანელობს ჩვენი გუნდის ყველა სპეციალისტი, უზრუნველყოფს კომფორტულ და თანმიმდევრულ კომუნიკაციას ჩვენს კლიენტებთან, რაც თავის მხრივ აყალიბებს ნდობაზე და პატივისცემაზე დაფუძვნებულ მდგრად ურთიერთობას.

ᲞᲠᲘᲝᲠᲘᲢᲔᲢᲔᲑᲘ

Cubicon-ში ჩვენი პრიორიტეტები ნათელია:

შეთანხმებულ დროში შეთანხმებული ხარისხით

ურყევი პროფესიონალიზმი და ერთობლივი გუნდური მუშაობა

საიმედოობისა და პუნქტუალურობის მტკიცე ვალდებულება

მოქნილი და ეფექტური კომუნიკაცია

ღრმა ჩართულობა და კონსულტაცია პროექტის ყველა ეტაპზე

შემოგვიერთდით სტრუქტურული სრულყოფილებისა და ინოვაციური გადაწყვეტების ამ თავგადასავალში, სადაც ყოველი პროექტი არის ახალი ნაბიჯი სამოქალაქო ინჟინერიაში პროექტირების საზღვრების ხელახლა განსაზღვრისკენ.

Cubicon Team